Bachelor's degree program in International Relations

პროგრამაზე სწავლის საფასური - 2900 ლარი

პროგრამის ხელმძღვანელი

  • თათია დოლიძე

  • ელ. ფოსტა:tatia.dolidze@eu.edu.ge


  • მოამზადოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ გადაწყვეტილების მიმღების, აღმასრულებელ, ანალიტიკურ და წარმომადგენლობით პოზიციებზე ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას.

 

  • უზრუნველყოს სტუდენტებში საერთაშორისო ურთიერთობების ინტერდისციპლინარული ხასიათის შემეცნება ყველა იმ ძირითადი მეცნიერების პერსპექტივიდან, რაც რელევანტურია საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსური და მრავალმხრივი პრობლემების ანალიზის, პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მათთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის.

 

  • ხელი შეუწყოს სტუდენტებს გამოიმუშაონრბილიუნარები, პროფესიული ეთიკა და მორალი, რაც აუცილებელია აკადემიურ, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში წარმატებული და ღირსეული მოღვაწეობისთვის.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს:

  • სავალდებულო კომპონენტი - 195 კრედიტი
  • თავისუფალი კომპონენტი, რომელიც ორიენტირებულია ზოგადი, ტრანსფერული უნარების განვითარებაზე - 48 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები - 147 კრედიტი  
  • მათ შორის საბაკალავრო ნაშრომი  - 7 კრედიტი                                                                       
  • არჩევითი კომპონენტი -  45 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსი - 36 კრედიტი
  • თავისუფალი კომპონენტი, რომლის თავისუფლად არჩევაც შესაძლებელია ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. თავისუფალი კრედიტების ათვისება ხდება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი საფეხურის პროგრამების ფარგლებში არსებული სასწავლო კურსების გავლით, სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობის დაცვით   - 9 კრედიტი

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი

  • სწავლის ხანგრძლივობა - 8 სემესტრი
  • საბაკალავრო პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
  • სწავლების  ენა - ქართული

 

სასწავლო პროცესში სწავლება-სწავლის მეთოდებისას გამოსაყენებლი აქტივობებია:

             ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი 

             წიგნზე მუშაობა

             წერითი მუშაობა

             პრაქტიკული მუშაობა

             დისკუსია/დებატები

             ჯგუფური (COLLABORATIVE) 

             პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)

             შემთხვევის ანალიზი (Case study)

             გონებრივი იერიში (Brainstorming)

             დემონსტრირება

             ახსნაგანმარტებითი მუშაობა

             ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

             ელექტრონული სწავლება (E-learning)

             აუდიო-ვიზუალური მუშაობა

             როლური თამაში 

 

სწავლის შედეგების მიღწევისათვის ასევე გამოიყენება მეცნიერული  აზროვნების იმგვარი  მიდგომებირომლებიც  სამეცნიერო კვლევის საწყის მეთოდებადაა ცნობილი და სასწავლო პროცესში ცოდნის მიღწევის გზებს სწორედ ამ კომპონენტის განვითარებისათვის სახავსესენია

  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • ანალიზი
  • სინთეზი

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

  • ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  1. (A) ფრიადიშეფასების 91-100 ქულა;
  2. (B) ძალიან კარგიმაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
  3. (C) კარგიმაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
  4. (D) დამაკმაყოფილებელიმაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
  5. (E) საკმარისიმაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

 

  • ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  1. (FX) ვერ ჩააბარამაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  2. (F) ჩაიჭრამაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში   დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი   შეფასების   მინიმალური   ზღვარი   (51   ქულა),   მაგრამ   ვერ   გადალახა   დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

) გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი (დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%);

) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

 

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას, რომელიც მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.

 

დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსისთვის განმახორციელებელი პერსონალის აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საერთო შეფასების 40 %-ისა (პრაქტიკისა და საბაკალავრო ნაშრომის შემთხვევაში

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშავოს აკადემიურ, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში გადაწყვეტილების მიმღების, აღმასრულებელ, ანალიტიკურ და წარმომადგენლობით პოზიციებზე.

დასაქმების პოტენციური ადგილი შესაძლოა იყოს კვლევითი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, საჯარო სექტორში საგარეო საქმეთა სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა სამინისტროსა თუ უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, აკადემია, რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ნებისმიერი სააგენტო ან ინსტიტუტი, დიპლომატიური სამსახური და ..